LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონკრეტულ პასუხს ველოდები „ქართული ოცნების“ მხრიდან – მზად არის თუ არა საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიებისთვის?“ – ვაშაძე „ქართულ ოცნებას“

135
გიორგი ვაშაძე

„მამუკა მდინარაძის დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია. ისინი ხმას ვერ იღებენ იმ ტოტალური კონტროლის სისტემაზე, რომელიც ქვეყანაში ბიულეტენების გამჭვირვალობით და ხმის მიცემის კონტროლით შექმნეს“ – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას:

მამუკა მდინარაძე: „ხმების ფარულობაზე რომ ლაპარაკობენ, ის კონვერტი იმიტომ არის, მელანი რომ გამოვა, კონვერტმა ვიღაცის თვალისგან დაიცვას“

„რასაც ისინი აქეთ გვაბრალებენ, თურმე ყველაფერს თვითონ სჩადიან. რაც კი დაგვაბრალეს, ყველაფერი უკან უბრუნდებათ“.

„მამუკა მდინარაძის დღევანდელმა ბრიფინგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია. ისინი ხმას ვერ იღებენ იმ ტოტალური კონტროლის სისტემაზე, რომელიც ქვეყანაში ბიულეტენების გამჭვირვალობით და ხმის მიცემის კონტროლით შექმნეს. ეს არჩევნების დაუყოვნებლივ გაუქმების პირდაპირი ფუნდამენტია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორედ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებით, „შესაბამისი უწყებები თავად არიან ჩართულები ორგანიზებული დანაშაულის ჩადენაში“ და სწორედ ამიტომ ითხოვს ოპოზიცია საერთაშორისო გამოძიებას:

„შესაბამისი უწყებები თავად არიან ჩართულები ორგანიზებული დანაშაულის ჩადენაში. ამიტომ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. კონკრეტულ პასუხს ველოდები „ქართული ოცნების“ მხრიდან – მზად არის თუ არა საერთაშორისო, მიუკერძოებელი გამოძიებისთვის და მზად არის თუ არა იქ დაამტკიცოს ჩვენ მიერ წაყენებულ საკითხებთან თავისი მართებულობა. თუ ამაზე უარს იტყვიან, ეს ცალსახად დასტურია, რომ მათ ფაქტობრივი მასალებით ჩადენილი აქვთ ორგანიზებული დანაშაული“,- აღნიშნა ვაშაძემ.

ვაშაძე აცხადებს, რომ „პროტესტი იქნება მწვავე, ისეთი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ მათ ხმები დააკლო. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ასეთი 81 შემთხვევაა იდენტიფიცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g