LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკრეტულ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან სიღრმისეულად შესწავლილი არ მაქვს: დანიელსონი ტვ პირველზე

69
FORTUNA.GE-

“ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს არ გავაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი სიღრმისეულად შესწავლილი არ მაქვს.” – ასე უპასუხა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა მისი პირდაპირი მოწოდება ხელისუფლების მიმართ, რომ შეწყვიტოს ერთგვარი ომი მედიასთან და ამ შემთხვევაში ტვ პირველთან.

ტვ პირველის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ კანონის გვერდის ავლით, სასამართლომ მისცა პროკურატურას უფლება, შესულიყო კერძო ტელეკომპანიაში მასალების ამოსაღებად და ასევე იკითხა, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს, დაიცვას საქართველოში თავისუფალი მედია.

საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარადჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია გამოხატვისა და მედიის თავისუფლება:

“ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია გამოხატვის და მედიის თავისუფლება. ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე გაერთიანების გარე ქვეყნებისთვისაც, მაგრამ რაც შეეხება კერძო საკითხებს და შემთხვევებს, მე ამაზე კომენტარს არ ვაკეთებ, იქიდან გამომდინარე, რომ სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი.

მაგრამ მინდა დავამატო, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მსგავს საკითხებს ჩვენს პარტნიორ ყველა ქვეყანაში.” – განაცხადა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონი თბილისში იმყოფება

შეგახსენებთ, დანიელსონი საქართველოში პირად წარმომადგენლად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, რამდენიმე დღის წინ დანიშნა.

ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ცოტა ხნის წინ კი მან მედიასთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად: ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g