LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსილიუმის ჯგუფმა უფრო მრავალპროფილურად უნდა განაგრძოს ფუნქციონირება: ომბუდსმენი

35
ნინო ლომჯარია

ომბუდსმენის მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგთან დაკავშირებით არსებული კონსილიუმის მუშაობასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ გამოვლენილა მიზეზი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს მისცემდა მულტიფუნქციური კონსილიუმის პრინციპულ, კომპეტენტურ, მაღალპროფესიულ საქმიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.

სახალხო დამცველის აპარატში, ასევე, თვლიან, რომ „მოქმედმა ჯგუფმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, არამედ უფრო მრავალპროფილურად და ინტენსიურად განაგრძოს საქმიანობა.

“სამინისტრომ კი უნდა უზრუნველყოს, რომ კონსილიუმის რეგულარულ ვიზიტებსა და ეფექტიან საქმიანობას არ ექმნებოდეს ბიუროკრატიული დაბრკოლებები,“ – წერს ნინო ლომჯარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g