„დღის პოსტის“ სტუმარია ცნობილი პლასტიკური ქირურგი კონსტანტინე სულამანიძე, რომელიც მკერდის გადიდების ოპერაციის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მასთან ქალები ამ მიზნით ზოგჯერ ქმრებს ან დედამთილებს მიჰყავთ:
„ზოგჯერ მეუღლეებსაც მოჰყავთ ხოლმე პაციენტები. ძირითადად, ეს ოპერაცია პაციენტის გადაწყვეტილებით კეთდება. როცა ვხედავ, რომ პაციენტს არ უნდა იმდენად, რამდენადაც მეუღლეს, ვეუბნები, მოდით, ავიღოთ პაუზა, თქვენ უნდა ატაროთ იმპლანტები და მოიფიქრეთ-მეთქი. როდესაც პაციენტი ასი პროცენტით არის დარწმუნებული, რომ ეს ოპერაცია სჭირდება, მერე შეიძლება ჩარევა. ასიდან ხუთ შემთხვევაში მოდიან მეუღლეებთან ერთად, გარკვეულ შემთხვევებში მეუღლეები აქტიურად არიან ჩართული. ასეთი შემთხვევებიც არის, რომ ოჯახის სხვა წევრებიც მოდიან…“
წამყვანის კითხვაზე, ხომ არ ჰქონია შემთხვევა, რომ დედამთილიც მოჰყოლია პაციენტს, კონსტანტინე სულამანიძე პასუხობს, რომ ასეთი შემთხვევაც ჰქონია.