LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტანტინე ზარნაძე: „დარწმუნებული ვარ, გადაივლის ემოციური ფონი და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სწორ მხარეს დადგება“

149
კონსტანტინე ზარნაძე

„გასული 2-3 წლის მანძილზე ყველამ დაინახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე ფიზიკური გადარჩენა. ერთი ფაქტი, რომელიც ეკონომიკურად გაგვანადგურებდა და რომელზეც მუდმივად აპელირებდა ოპოზიცია, ეს იყო სანქციების დაწესება, რაც შეეხება უსაფრთხოებას და ფიზიკურ განადგურებას, კარგად გვახსოვს, თუ როგორ ითხოვდნენ ჩვენი ოპონენტები მოხალისეების და მებრძოლების უკრაინაში გასაგზავნად ჩარტერული ფრენების დანიშვნას“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, კოტე ზარნაძემ წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე თბილისის მერის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, სიტყვით გამოსვლის დროს, კოტე ზარნაძემ ისაუბრა ბულინგზეც, რომელიც, მისი სიტყვებით, ხორციელდება როგორც პოლიტიკური ლიდერების, ასევე მათი ოჯახების მიმართ და თქვა, რომ გუნდი, რომლის წევრიც არის, არასდროს დაუშვებს მსგავს ფატალურ შედეგებს, რაც ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის დროს ხდებოდა:

„ჩვენ ვიცავთ ეთიკას, მათ კი ეს საზღვრები არ გააჩნიათ. დარწმუნებული ვარ, გადაივლის ემოციური ფონი და საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი სწორ მხარეს დადგება, ხოლო ჩვენი ქვეყანა ამ ბეწვის ხიდს მშვიდობიანად, ამაყად და თავაწეული გაივლის“, – თქვა კონსტანტინე ზარნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g