LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

114
ბაჩო ახალაია

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ახალია, შესაბამისად, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.

დაცვის მხარის თქმით, ბაჩო ახალაიას განცხადება იყო პოლიტიკური შინაარსის და არა დამხობისკენ მოწოდება. ის თავს წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ბაჩო ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები