LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტრუქციული დიალოგისთვის ხელისუფლებამ 3 პირობა უნდა შეასრულოს: ვარლამ გოლეთიანი

148
9b1a1036-901d-49ed-9ee4-76d136251a30-640

რიონის ხეობის მცველები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ხელისუფლებას დიალოგის გასაგრძლებლად სამ პირობას უყენებენ: გამოლაგდნენ საპროტესტო ადგილიდან პოლიციელები, შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები და დააბრუნონ კარვები საპორტესტო ადგილებზე.

“ვფიქრობ, გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში. დათმობითი სულისკვეთება იგრძნობდა. დავაყენეთ სამი პირობა დიალოგისთვის და ველოდებით მათგან პასუხს. ამის შემდეგ დავიწყებთ კონსტრუქციულ დიალოგს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

ნამახვანჰესის პროტესტი რამდენიმე დღეა გუმათში გრძელდება – პოლიციას კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილება, პროტესტის მონაწილეები წვიმის მიუხედავად ღია ცის ქვეშ დგანან და ითხოვენ, მიეცეთ ნამოხვანისკენ გადაადგილების შესაძლებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g