LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონტაქტზე რომ აღარ გამოვიდა, გუდაურში წავედი…“ – რას ჰყვება ერთ-ერთი გარდაცვლილის, ინდური რესტორნის მეპატრონის ძმა გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე

500
ტრაგედია გუდაურში

გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

„ვგლოვობთ 12 ძვირფასი ადამიანის ტრაგიკულ დაღუპვას, სიტყვები ვერ გამოხატავს მწუხარებას, რომელსაც ვგრძნობთ“ – რას წერს კულტურის „დესპანი“ დარისპან პრაშერი გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე

როგორც ცნობილია, ინდურ რესტორანში გარდაცვლილებიდან 11 ინდოეთის, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა. გარდაცვლილები 25-დან 40 წლის ასაკისები არიან, მათ შორის არის თავად რეს­ტორ­ნის მეპატრონეც, რო­მე­ლიც ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

რესტორნის მეპატრონის ძმამ ტრაგედიის შესახებ „კურიერი PS”-თან ისაუბრა:

„დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე მი­კავ­შირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ბოლო რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი კონ­ტაქ­ტზე აღარ გა­მო­ვი­და, ამი­ტომ წა­ვე­დი გუ­და­ურ­ში. როცა ჩა­ვე­დი, იქ უკვე პო­ლი­ცია დამ­ხვდა, შიგ­ნით არ შე­მიშ­ვეს, თუმ­ცა მი­თხრეს, რომ 12 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი“, – უთხრა მან „კურიერი PS“-ს.

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია 14 დეკემბერს გაავრცელა. უწყების ცნობით, გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის მეორე სართულზე, მოწყობილ საძინებელ სივრცეში, ნანახი იქნა, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g