LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონტექსტი, რომელსაც კობახიძე „გვთავაზობს“, ძალადობის დაკანონებას ნიშნავს… ღირსების მარშის გამართვამ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა: ელენე ხოშტარია

135
ელენე-ხოშტარია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ღირსების მარშის ორგანიზატორებს უარი უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე“, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ „კონტექსტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე და ზოგადად, ქართული ოცნება საზოგადოებას „გვთავაზობს“, ძალადობის დაკანონებას, კანონის და თანაცხოვრების წესების არარსებობას და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აბსოლუტურად ყველა მოქალაქისათვის საფრთხის შექმნას ნიშნავს“. ხოშტარიას თქმით, კობახიძის განცხადება განაცხადია, რომ „ჩვენი ცხოვრების წესებს არა კონსტიტუცია, არამედ ერთი ჯგუფი განსაზღვრავს, ვინც მთავრობა დაირქვა“.

ელენე ხოშტარია განმარტავს, რომ კობახიძის ამ განცხადების შემდეგ, „ღირსების მარშის გამართვამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა“.

5 ივლისს “თბილისი პრაიდი” ღირსების მარშს გამართავს

„კონტექსტი“, რომელსაც კობახიძე და ნუ რეალურად ქართული ოცნება „გვთავაზობს“, ნიშნავს უმრავლესობის ძალადობის დაკანონებას, კანონის და თანაცხოვრების წესების არარსებობას, აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის საფრთხის შექმნას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, განაცხადს, რომ ჩვენი ცხოვრების წესებს არა კონსტიტუცია, არამედ ერთი ჯგუფი განსაზღვრავს, ვინც მთავრობა დაირქვა.

უმრავლესობა და უმცირესობა ცვალებადია. ხან ვინ და რა მოსაზრებები ხდება უმრავლესობის ხან ვინ. ჩემ ბავშვობაში ბიჭს რომ შორტი ეცვა უმცირესობაში ხვდებოდა და ცემდენ. ვინც ცემდა ეხლა თავად აცვია შორტი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ვინ რას დააწესებს და რას აყვება უმრავლესობა აბსოლუტურად გაუთვლელია. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ კონკრეტულ მოსაზრებაზე ძალადობენ, ყველა საფრთხეშია.

ღირსების მარშის გამართვამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა“, – წერს ელენე ხოშტარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები