LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოოპერატივი ”მარგი L” ლაგოდეხში აგროტურისტულ სასტუმროს აშენებს

170

კოოპერატივი ”მარგი L” ლაგოდეხის რაიონში აგროტურისტულ სასტუმროს აშენებს.

როგორც ”ფორტუნას” კოოპერატივის მმართველმა დირექტორმა, გიორგი ენუქიძემ განუცხადა, სასტუმროში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

”ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბანკთან სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით. პროექტი ”აწარმოე საქართველოს” ფარგლებში დაფინანსდება”- განაცხადა ენუქიძემ.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა, სავარაუდოდ, 2016 წლის სექტემბერში დასრულდება. სასტუმრო 10-ნომრიანი იქნება და ქალაქის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება სოფლის მეურნეობის სამუშაოებში მონაწილეობის მიიღოს.

”მას, ვისაც მოსწონს სასოფლო სამუშაოები, გართობის მიზნით შეუძლია ჩამოვიდეს აგროსასტუმროში. გარდა იმისა რომ დაისვენებს, მონაწილეობას მიიღებს ყველა იმ საქმიანობაში, რომელსაც სოფელში ვახორცილებეთ: თოხნოს, ბაროს, მოსავალი მოკრიფოს და ა.შ”, – განმარტა ”მარგი L”-ის დირექტორმა.

ამ ეტაპზე კოოპერატივ ”მარგი L”-ში 11 წევრია გაერთიანებული. კოოპერატივი ფლობს 8 ჰექტარზე გაშენებულ თხილის პლანტაციას, ასევე ვენახს, სათბურს. პროდუქციის რეალიზაცია კი საქართველოს მაშტაბით ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g