LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენი ტურისტული გადასახადის შემოღებას აპირებს

155
kopenhag-denizkizi-heykel

კოპენჰაგენში შესაძლოა ტურისტებისგან ფულის აღება დაიწყონ. ასეთი ინიციატივით ქალაქის საბჭო გამოვიდა, წერს eturbo news.

ამჟამად ქალაქის ტუალეტების, მოედნების და პარკების მოვლა-პატრონობა მთლიანად კოპენჰაგენელთა გადასახადებზეა დამოკიდებული. საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ ასეთი მიდგომა უსამართლობაა, რადგან ამ ადგილებით უფრო ხშირად ტურისტები სარგებლობენ.

ინიციატივის ავტორები ვარაუდობენ, რომ ახალი გადასახადით შემოსული თანხა ამ ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას მოხმარდება, ხოლო მოქალაქეების ფული უმეტესად სკოლების, საბავშვო ბაღების და მოხუცებულთა სახლების განვითარებაზე დაიხარჯება.

თუ რამდენს გადაიხდიან ტურისტები, ქალაქის საბჭოს ჯერ არ გადაუწყვეტია. შედარებით ოპტიმალური გადაწყვეტილების მოსაძებნად ისინი გადასახადის განსხვავებულ მოდელებს განიხილავენ.
ინიციატივას დანიის მთავრობის მხარდაჭერაც სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები