კორეელმა Hyundai Ioniq 5-ით 660 ათასი კილომეტრი გაიარა. ელექტრომობილი 2021 წელსაა გამოშვებული და უკვე საკმაოდ შთამბეჭდავი გარბენი აქვს. ზუსტად რომელ მოდიფიკაციაზე საუბარი არ ზუსტდება, თუმცა ნახსენებია ყველა ის გაუმართაობა, რომელსაც მეპატრონე გადააწყდა. მთავარი პრობლემა – ორიგინალი აკუმულატორი გახდა, რომელიც 580 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა.
ელექტრომობილის მეპატრონე მუხრუჭის სითხეს და ზეთსაც მუდმივად ცვლიდა, სხვა სამუშაოები კი თითქმის არ იყო საჭირო. თუმცა იყო შემთხვევები, როცა მანქანა აღარ მუშაობდა: ორიგინალი ელემენტი გამოვიდა მწყობრიდან, თანაც ისე რომ 87%-იანი სიმძლავრე შეინარჩუნა, ასევე გაფუჭდა დასამუხტი მოწყობილობის სამართავი ბლოკი. ერთხელ კი Hyundai Ioniq 5 ავარიულ რეჟიმში გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ Hyundai Ioniq 5-მა ახალი აკუმულატორი უფასოდ მიიღო, არადა გარანტია მხოლოდ 160 ათას კილომეტრზე ვრცელდებოდა.