LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უპილოტო Hyundai-მ მართვის მოწმობის „გამოცდა“ წარმატებით ჩააბარა

124
hyundai

უპილოტო Hyundai Ioniq 5-მა „მართვის მოწმობის“ ასაღებად გამოცდა წარმატებით ჩააბარა. უპილოტო მართვის სისტემა იდეალისგან ჯერ ისევ ძალიან შორსაა, რაც ბევრ ადამიანში სერიოზულ შფოთს იწვევს და ასეთი მანქანისთვის სიცოცხლის დნობაც საეჭვო ხდება.

ყველა ამ სტერეოტიპის განსაქარვებლად, Hyundai-ში უჩვეულო ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტეს – ელექტრომობილი Ioniq 5, რომელიც უპილოტო მართის სისტემითაა აღჭურვილი, რეალურ პრაქტიკულ გამოცდაზე გაუშვეს, ზუსტად ისეთზე რომელსაც მძღოლობის ყველა კანდიდატი აბარებს. ავტოპილოტმა დავალებას თავი წარმატებით გაართვა.

გამოცდა ლას-ვეგასში ჩატარდა, თანაც არამხოლოდ დაუსახლებელ ქუჩებზე, არამედ მის მთავარ მოედანზეც. მოძრაობის დროს უპილოტოს სერტიფიცირებული ინსპექტორი აკონტროლებდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები