Korean Air-მა სეულიდან ვლადივოსტოკის მიმართულებით ფრენები შეაჩერა. წინასწარი ინფორმაციით, ფრენების შეჩერება სულ მცირე აპრილის ბოლომდე მოხდა. განახლდება თუ არა აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ფრენები მაისში, ჯერჯერობით უცნობია. ფრენების შეწყვეტის მიზეზი კი სანქციების გამო რუსეთის ფედერაციაში თვითმფრინავების დაზღვევის პრობლემაა.
ვლადივოსტოკის მიმართულებით ფრენები შეაჩერა ასევე კორეულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Air Busan-მა.