ამერიკულმა სააგენტო J.D. Power–მა გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია, რომლებიც ყველაზე სანდო და ხარისხიან ავტომობილებს უშვებენ. Genesis–მა, Kia–მ და Hyundai–მ იაპონურ და ევროპულ ბრენდებს შთამბეჭდავი მაჩვენებლით გადაუსწრეს.
რეიტინგი იმ პრობლემების გათვალისწინებით შედგა, რომლებიც მძღოლებს ყველაზე მეტად აწუხებთ. ყველაზე ნაკლები პრობლემა კი Genesis–ის ავტომობილებს აღმოაჩნდათ და 100 მოდელზე მთლიანობაში 63 გართულება დაფიქსირდა.
მეორე ადგილზე Kia გავიდა და ლიდერთა სამეული Hyundai–მ დაასრულა. მათ ამერიკული კომპანიები : Ford, Lincoln და Chevrolet მოყვებიან. იაპონური ბრენდები Toyota და Lexus მე–7 და მე–8 პოზიციებზე განთავსდნენ. მთლიანობაში ყველა ამ ბრენდს სტანდარტულზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს და 100 ავტომობილზე 93 პრობლემა ფიქსირდება.
რეიტინგის ბოლოში გერმანული სამეული Mercedes, Audi და BMW მოექცა, ყველაზე ცუდი შედეგი კი Land Rover–სა და Jaguar–ს ქონდა.