მოქანდაკე და მონუმენტალისტი, წოდორეთის ღვინის მარნის დამფუძნებელი, ირაკლი ჟვანია წერს, რომ სახელმწიფო წლების განმავლობაში სოფელში მოსახლეებს არაფრით ეხმარებოდა და ამიტომაცაა, რომ ბევრი პროდუქტი უცხოეთიდან შემოდის.
“ეს ჩვენი სახლია სოფელში, თბილისიდან 12 კმ-ში, წოდორეთში. მინდა გაგიზიაროთ, თუ როგორ ექცეოდა ჩვენი სახელმწიფო სოფელს კორონამდე, და ძალიან მიხარია, რომ ახლა მოუწევთ სოფლის მოფერება, სხვა გზა არ არის უბრალოდ…
მოკლედ, 2014 წელს ვაკელებმა გადავწყვიტეთ სოფელში გადასვლა და ჩვენი წვლილის შეტანა სოფლის მეურნეობის წარმოებაში. ეს სოფელი ძალიან მიყვარს, აქ ჩვენ სახლი გვქონდა, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე…
ვიყიდეთ ორსართულიანი სახლი და დავიწყეთ მუშაობა… პირველი რაც გავაკეთეთ, სოფლებზე სახელების წარწერებს და გარე განათებას მივაღწიეთ… ქვევრები ვიყიდეთ სიფელ მაქათუბანში, ჩამოვიტანეთ და ჩავყარეთ, რომ ჩვენი ღვინო გვეწარმოებინა. ვენახი არ გვქონდა, ამიტომ ყურძენს ვყიდულობდით კახეთში, სოფელ ოჟიოში, ბატონ გოგი ოტიაშვილისგან. ჩამოგვქონდა, ვწურავდით და ვაყენებდით ღვინოს, პატარა ნინიკოც კი ხელში მოსარევით იდგა ხოლმე ქვევრების თავზე და ურევდა ჭაჭას…
ამასობაში ფული გამოგველია და “აწარმოე საქართველოში” განაცხადი შევიტანეთ თანხის გამოყოფაზე, რომელიც ღვინის წარმოებისთვის გვჭირდებოდა, დიდი თანხა არ იყო. უარი. რატომ? არ ვაკეთებთ კომენტარსო. გავაგრძელეთ ჩვენი ძალებით. ცოტა ხანში ესმას აზრი მოუვიდა, გურული აჯიკის გამოშვება დავიწყოთო. ვინც არ იცის, ესაა ხელით დანაყული ( სხვა მეთოდს ვერ იტანს) თხილის ბაზაზე შექმნილი სუნელებით შეკმაზული აჯიკა, ძალიან გემრიელია. შევიტანეთ განაცხადი ახლა უკვე კოოპერატივის ფორმით, 5 ადამიანს ვასაქმებდით სოფელშივე. აქაც უარი. რატომ? კომენტარს არ ვაკეთებთო. ვერ ავაწყეთ ეს საწარმო. შემდეგ გავაკეთეთ სასტუმრო დარბაზი პირველ სართულზე, და ვიფიქრეთ მეორე სართულზე მცირე სასტუმროს გაკეთება, შევიტანეთ განაცხადი და თუ სასტუმროზე სესხი გნებავთ 200 ათასი უნდა აიღოთო, არ გვჭირდება მაგდენი პატარა თანხა გვყოფნის, ვუხსნით, არაო ნაკლებს ვერ მიიღებთო. ამასობაში ზამთარიც ხომ გადასატანია და გაზის გადასახადი თუ ფიზიკურ პირზე 0.53 თეთრია, თუ კომერციული სტრუქტურა გახდები ტარიფი ხდება 0.86 თეთრი, იმხელა თანხა მოდის გადასახადი მაგას სოფლის წარმოება კი არა, ქარხანა ვერ გაუძლებს.
შემდეგ თემაზე გადავერთეთ. ძალიან ვმეგობრობთ ადგილობრივ აზერბაიჯანელებთან, ზიგიერთი ჩემი ღრმა ბავშვობის მეგობარია, უმაგრესი ხალხია. იქნებ დაგვეხმაროთო, რომ სსრკ დროინდელი სათბურები აღვადგინოთ და ბოსტნეული მოვიყვანოთო, აქ მთელი პლუსი ისაა, რომ ლისის ტბის გარშემო მიწაში ცხელი გოგირდის წყალია, რომლითაც შეიძლება სათბურების გათბობა უ ფ ა ს ო დ.
დავიწყეთ გარკვევა. სახელმწიფომ განაცხადა, გადაიხადეთ იმ წყლის მოხმარების ლიცენზიის ფულიო და მოიხმარეთო, ძალიან დიდი თანხა გამოდიოდა. ვერ გადაუხადა სოფლელმა კაცმა… ბოლოს ის წყალიც მიწაში დარჩა, სათბურიც დანგრეული და მოსახლეობაც გაჭირვებული და უმუშევარი. ეს იმიტომ მოგიყევით, რომ ძალიან ძნელი იყო წლობით ამის მოსმენა, ყურება და განცდა, შენივე ქვეყანაში შენვე როგორ ვერ აკეთებ იმას, რაც სასარგებლოა, გეგონება ვიღაც სპეციალურად ბლოკავდა ყველაფერს? ნიორი ჩინეთიდან შემოდიოდა და ლობიო ირანიდან, ჩვენნაირი მადლიანი მიწის ქვეყანაში ?
ერთი წლის წინ ბანკიდან კრედიტი ავიღეთ, აქ გასტრონომიულ მუზეუმს უნდა ემუშავა მნახველებისთვის? ამასობაში კორონაც მოვარდა, ტურიზმი დამთავრდა და კრედიტი შეგვრჩა, სახლი კი ჩადებული ამ კრედიტში, არადა სულ ცოტათი რომ დაგვხმარებოდა სახელმწიფო, გრძელვადიანი პროგრამით, არც კრედიტი დაგვჭირდებოდა, ადგილობრივ პროდუქტსაც ვაწარმოებდით, ადგილზე 10-12 კაცს დავასაქმებდით და ეგაა მეტი არაფერი ქვეყნის სიძლიერე, ბევრი ასეთი პატარა ძლიერი ოჯახი ? არაო, სახელმწიფო მოხელეებმა, თქვენ არა, ჩვენ ვიცით ქვეყნის მოწყობაო?
ჰოდა, კორონამ გაგცათ პასუხი ყველაფერზე, რასაც წლები აკეთებდით, კაბინეტელებო,??? ლიცენზიას გასცემთ კი არა ლ, მალე შეიძლება მთავრობის და პარლამენტის წევრები დაგინახოთ ველებზე ბარებით მომუშავე, ისეთი დრო მოდის. რაც კარგია, კარგია, საქართველოში დოვლათიანი სოფლის შენების დრო მოვიდა??…..??? #სოფელიმთავარია”.