ექიმი რეანიმატოლოგი ბექა ბახტაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ რამდენიმე საყურადღებო ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ რაც არ უნდა ხალხი პანდემიით დაიღალოს, მაგრამ ფაქტია, კორონავირუსით ხალხი მაინც ინფიცირდება.
“მიუხედავად იმისა შენ დაიღალე თუ არა პანდემიით კორონავირუსი მაინც აგრძელებს ხალხის დაავადებას! საყურადღებოა რამოდენიმე ფაქტი:
ყოველგვარი რეგულაციის გარეშე აგვისტოში ბათუმში (აჭარაში) საკურორტო სეზონის ჩავლა
რუსი დამსვენებლების მასიური შემოსვლა აგვისტო/სექტემბერში აჭარაში
პოზიცია/ოპოზიციის ჩამოუყალიბებელი გეგმის თუ მართვის გზების არქონა
სამედიცინო სისტემის სრულიად არარსებული მზაობა, ვითომ და “540” საწოლის იმედზე ყოფნა
მედიის მიერ ყურადღების მოდუნება
სამწუხაროდ დასკვნა გამომაქვს რომ უმეტესწილად ყველა ზემოთ ხსენებულ ინსტიტუციას არ აინტერესებს მოსახლეობა და ხალხის ჯანმრთელობა თუ ეს პირდაპირ კავშირში არ არის არჩევნებთან და “პირად” ინტერესთან. პანდემიის მართვა დადის ინდივიდუალურ დონეზე.
ატარე პირბადე
დაიბანეთ ხელები
თავი აარიდეთ თავშეყრის ადგილებს
P.S. ვიცი ყელში ამოგივიდათ #კორონავირუსი მაგრამ ყელში ამოსვლა ჯობია მის ფილტვებში მოხვედრას P.S.S. ბათუმი შეიძლება შევადაროთ ნიუ-იორკს,დანარჩენი საქართველო კი დანარჩენ ამერიკას, კი იცით როგორ კარგად მიდის საქმე აქ”, – წერს ბახტაძე სოციალურ ქსელში.