აჭარაში ბოლო 24 საათში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, კორონავირუსის 3 შემთხვევა დადასტურდა. სულ 915 ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სამივე ინფიცირებული საერთაშორისო გადაზიდვების ავტომანქანის მძღოლია. ერთი მათგანი საქართველოს, ხოლო ორი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
ქართველი მძღოლი რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში გადაიყვანეს, ხოლო თურქეთის მოქალაქეები მკურნალობას თურქეთში გააგრძელებენ.
სულ საქართველოში კოვიდ 19-ის 1394 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1132 ადამიანს შეადგენს, გარდაცვლილია 17 პირი.