ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 671-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 251 748-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 260 480-ია.
ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 240 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 430 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 341 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 277-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 16 605 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 917, PCR ტესტით – 6 688.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.