ჩინეთი კორონავირუსის ახალი აფეთქების გამო, 11 მილიონიანი ქალაქის ჩაკეტვას გეგმავს. ქალაქ შიძიაჯუანს სხვა ქვეყნისგან იზოლირებას სურს. მთავრობამ შეზღუდვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ ქალაქში კორონავირუსის 100-ზე მეტი შეთხვევა დაფიქსირდა.
იმისათვის, რომ ქალაქის ყველა მაცხოვრებელი შემოწმდეს, შიძიაუნში ტესტირების 5000-ზე მეტი ”სადგური” გაიხსნა. მაცხოვრებლებს, ქალაქის დატოვება ეკრძალებათ, დაიხურა სკოლებიც. ამის შესახებ, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჰებეის პროვინციაში, გუშინ 120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჩინეთიდან, ქალაქ ვუჰანიდან გავრცელდა. 2020 წლის დასაწყისში, ჩინეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანამ შეძლო ქალაქის სრული იზოლირებითა და მოსახლეობის ტესტირებით კორონა ვირუსის გავრცელების ლოკალურ დონეზე შეჩერება, თუმცა ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უკვე მარტში პანდემიაც გამოცხადდა.