LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ახალი ვარიანტი C.1.2 გამოვლინდა, უფრო მუტირებულია ორიგინალ ვირუსთან შედარებით, ვიდრე ნებისმიერი სხვა ცნობილი ვარიანტი – ზაზა წერეთელი

699
zazawereteli-2021-08-05-13-14-44-639755

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში წერს, რომ სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა.

“სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა ახალი COVID ვარიანტი, C.1.2 ვარიანტი, რომელიც პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში, უფრო მუტირებულია ორიგინალ ვირუსთან შედარებით, ვიდრე ნებისმიერი სხვა ცნობილი ვარიანტი.

ამ მომენტისათვის C.1.2 ვარიანტები იქნა ნაპოვნი ინგლისში, ჩინეთში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მავრიკიუსში, ახალ ზელანდიაში, პორტუგალიასა და შვეიცარიაში”, – წერს ზაზა წერეთელი.

ცნობისთვის, ახალი საშიში შტამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე აცნობა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი შტამის შემთხვევაში გენომები ისე იქცევიან, როგორც კორონავირუსის “ბეტა” და “დელტა” ვარიანტების გაჩენის პირველ დღეები. მაისში ახალ შტამზე სეკვენირებული გენომების 0,2% მოდიოდა, ივლისში კი – 2%.

“ახალმა ვარიანტმა სხვა დანარჩენ ვარიანტებთან იმდენად ძლიერად განიცადა მუტაცია, რომ ეს შეშფოთებას იწვევს”, აღნიშნეს ჯანდაცვის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g