LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის დამსახურებით ცოლმა ქმარს სხვანაირად შეხედა და განქორწინება გადაიფიქრა

130
093486095

ჩინელმა წყვილმა ერთმანეთი თავიდან შეიყვარა და განქორწინება გადაიფიქრა მას შემდეგ, რაც ცოლმა Covid-19 გადაიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ South China Morning Post ავრცელებს.

დეკემბრის შუა რიცხვებში ცოლ-ქმარმა განქორწინებაზე საბუთები შეიტანა. მათ კანონით გათვალისწინებული ერთი თვე უნდა მოეცადათ, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიეღოთ და შემდეგ გაყრის დოკუმენტებსაც მიიღებდნენ. ხოლო სანამ ეს დღე დადგებოდა, ისინი ერთ სახლში აგრძელებდნენ ცხოვრებას.

ამ პერიოდში ცოლი კორონავირუსით დაავადდა და ქმარი მას მთელი მზრუნველობით უვლიდა. ქალმა დაინახა, თუ როგორი სიყვარულით ექცეოდა მას მეუღლე და სულ სხვა თვალით შეხედა მას.

შემდეგ წყვილმა ყველა პრობლემა თავიდან განიხილა და განქორწინების განცხადება უკან გამოიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები