LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო ჯიპებზე მოთხოვნა გაიზარდა

84
jeep-covid789

როგორც საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია YouGov–მა დაადგინა, Jeep–ის მოდელების მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა. იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სწორედ ამ ბრენდის ყველგანმავალის შეძენა სურს, უკანასკნელი 30 დღის განმალვობაში 2,6%–ით გაიზარდა. პოპულარობის ზრდის ერთადერთ მიზეზად სპეციალისტები COVID–19–ს ასახელებენ.

YouGov–ის რეიტინგში ათასობით ბრენდი ხვდება და მათ მიმზიდველობას მომხმარებლები ქულების დაწერით ავლენენ. სწორედ ასე მოხდა Jeep–ის შემთხვევაშიც, რომელიც ლამის ბაზრის ლიდერად იქცა. ყველაზე ხშირად ამ ავტომობილის შეძენაზე ამერიკელები ფიქრობენ, მათ შემთხვევაში მოთხოვნა 5,6%–ითაა გაზრდილი.

შედარებისთვის, Ford–ის შეძენის მსურველთა რაოდენობა 1,8%–ითაა მომატებული, RAM–ის 1,4%–ით, General Motors–ის კი მხოლოდ – 1,1%–ით.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ჯიპის პოპულარობა კორონავირუსის პანდემიის გამო გაიზარდა. ხალხს დიდი ქალაქების დატოვება სურს და შესაბამის, ყველგანმავალ ავტომობილს ეძებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g