მას შემდეგ, რაც ლოს-ანჯელესის მერმა საჯარო სივრცეში 50-ზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრება აკრძალა, უამრავი შოუ თუ ღონიძიება გაუქმდა, მათ შორისაა სერიალი „გრეის ანატომია“. ABC-მ გადაწყვიტა, გადაღებები 2 კვირით შეწყვიტოს.
ამის შესახებ სერიალის პროდიუსერებმა მსახიობებს წერილით შეატყობინეს:
„მივმართავთ ძვირფას მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს, სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ გადაღებები დაუყოვნებლივ შევაჩეროთ, გმადლობთ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ!“ – ნათქვამია წერილში.