LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო, შესაძლოა, ოპოზიციის 4 აპრილის აქცია გადაიდოს

88
aqcia

„ლეიბორისტური პარტიის“ ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი  შეხვედრა დასრულდა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ 4 აპრილს დაგეგმილი ოპოზიციის მიტინგი შესაძლოა, აღარ გაიმართოს. აქციის შესაძლო გადადების მიზეზი კორონავირუსია.

„თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება არ დასტაბილურდება, პასუხიმგებლიანი ოპოზიცია მასობრივი ღონისძიებისგან თავს შეიკავებს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, ოპოზიციას დაანონსებული აქვს, რომ 4 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას გამართავს, რომელზეც საერთო სამოქმედო გეგმით წარდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g