LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო სისხლის დეფიციტია: სისხლის ბანკის სპეციალური მიმართვა

282
Capture

“კოვიდ 19″-ით გამოწვეული სიტუაციის გამო, საქართველოში სისხლის დეფიციტია, რამაც  სისხლის ბანკებში კრიზისი გამოიწვია”,- ამის შესახებ ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ სპეციალურ მიმართვაში წერია. როგორც განცხადებიდან ირკვევა, ქვეყანაში სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს და მისი მიღების ერთადერთი გზა სისხლის ჩაბარებაა.

ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, რომ გაიღონ სისხლი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

სისხლის ბანკი დონორებს პირდება, რომ მათი ტრანსპორტით გადაადგილებას და კვების ხარჯებს გაორმაგებული ოდენობის კომპენსაციით უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკი, რომელიც  2010 წლიდან ფუქნციონირებს, სისხლით 80-მდე საავადმყოფოსა და კლინიკას უზრუნველყოფს.