LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი, 44-ე შემთხვევა დადასტურდა

417
კოვიდ

რამდენიმე წუთის წინ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge – ზე მონაცემები განახლდა და კოვიდ 19-ის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, რომ საუბარია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტზე, რომელსაც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს, თუმცა საზღვარზე შემოსვლის შემდეგ მისი ყველა ნაბიჯი და ურთიერთობა იყო გაკონტროლებული.

შეგახსენებთ, დღეს დილით ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა სწორედ ბათუმში მყოფ პირზე, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სავარაუდო დაინფიცირებული იყო და მისი ანალიზის პასუხებს დღის ბოლოს ელოდნენ.

ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 44 შემთხვევაა, აქედან ერთი გამოჯანმრთელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g