“პანდემია არ დასრულებულა, ევროპის ქვეყნები და არამარტო, კორონავირუსის მეორე, დამანგრეველი ტალღისთვის უნდა მოემზადონ” – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლიუგემ Telegraph-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მან, ქვეყნები, რომლებმაც უკვე დაიწყეს სხვადასხვა შეზღუდვების მოხსნა, მკაცრად გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ეს დრო მსოფლიომ ვირუსის მეორე ტალღასთან გამკლავებისთვის უნდა გამოიყენოს.
ჰანს კლიუგეს თქმით, ის, რომ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა მცირდება დიდი ბრიტანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში, არ ნიშნავს, რომ პანდემიაა სრულდება, რადგან ახლა ინფექციის ეპიცენტრი აღმოსავლეთია. ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში.
“ქვეყნებმა დრო გონივრულად უნდა გამოიყენონ და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება დაიწყონ. ასევე აუცილებელია საავადმყოფოებში, პირველადი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების გაძლიერება. სინგაპური და იაპონია ის ქვეყნებია, რომლებიც ხვდებიან, რომ ჯერ ზეიმის დრო არ არის და ყველაფერი წინაა, ისინი ემზადებიან მეორე ტალღისთვის”, – აცხადებს ის.
კლიუგემ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა შესაძლოა უფრო გამანადგურებელი იყოს და ამასთან სხვა ვირუსების გააქტიურების პერიოდს დაემთხვეს.
“ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ შემოდგომაზე შესაძლოა ორმაგი დარტყმა მივიღოთ: კორონავირუსთან ერთად გააქტიურდეს სეზონური გრიპი ან წითელა. მაგალითად, ორი წლის წინ, ამ პერიოდში, დაახლოებით 500 000 ბავშვი გვყავდა, რომელთაც წითელას საწინააღმდეგი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული”, – თქვა მან.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პანდემიის მეორე ტალღა შესაძლოა უფრო გამანადგურებელი იყოს, ვიდრე პირველი. ამის მაგალითი 1918-20 წლების ესპანურ გრიპი “ესპანკაა”, რომლის მეორე ტალღასაც გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავიუსი შემთხვევათა რაოდენობამ 6 მილიონ ნახევარს გადააჭარბა.