LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის პანდემიამ სრულიად უცნაური რამ აჩვენა – მსოფლიოში და არამარტო საქართველოში გრიპი გაქრა – ივანე ჩხაიძე

490
ივანე 55

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავისმა სრულიად უცნაური რამ აჩვენა. მსოფლიოში გრიპის ვირუსსი გაქრა. ამის შესახებ იvანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ამასთან, ჩხაიძემ აღნიშნა, რომ გრიპის სეზონი საქართველოში 10 დღის წინ დასრულდა.

„პანდემიამ გვიჩვენა ერთი უცნაური ფაქტი, რომელიც სრულიად მოულოდნელი იყო. პრაქტიკულად მსოფლიოში და არამარტო საქართველოში, ნიღბებით, სკოლების და ბაღების ჩაკეტვით გავაქრეთ გრიპი, რესპირაციული ინფექციები.

10 დღის წინ დამთავრდა საქართველოში გრიპის სეზონი. ნოემბერ-მარტის პერიოდში გვაქვს სეზონი ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

საქართველოში გრიპის ორად ორი შემთხვევა დაფიქსირდა 5 თვის განმავლობაში. მანამდე კვირაში იყო 15-20 შემთხვევა. გრიპი და მძიმე რესპირაციული ინფექციები პრაქტიკულად შესაძლებელია, რომ კონტროლს დაექვემდებაროს.

ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი მაჩვენებელი გრიპის ვაქცინაციის და ბევრი მშობელი თამამად იყენებს ვაქცინას და ყოველწლიურად ამ მშობლების რაოდენობა მატულობს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g