LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი კრიზისი ბიზნესს ინოვაციური მიდგომებისკენ უბიძგებს

373
kasradze

ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ბიზნეს სექტორს ელექტრონული სერვისების განვითარებას ურჩევს.

ონლაინ მომსახურების სფეროს და სხვა ელექტრონული პლატფორმების განვითარებას ემსახურება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამა.

კოვიდ 19 მა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა მთელი მსფოლიო. ჩვენ ვცდილობთ, რომ მხარი დავუჭიროთ იმ პროექტებს, რომელსაც ამ გამოწვევებიდან გამომდინარე შეიძლება ჰქონდეს მაღალი დონის კომერციალიზაციის პოტენციალი-განუცხადა რადიო „ფორტუნას“ სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ.

მცირე გრანტების პროგრამა ახალი გამოწვევების საპასუხოდ ელექტრონული სერვისების განვითარების კომპონენტს ითვალისწინებს, რაც ქართულ ბიზნესს დაეხმარება განავითარონ მომსახურების დისტანციური რეჟიმი.

საგრანტო პროგრამა გაყოფილია ორი მიმართულებით.  ელექტრონული სერვისების პროტოტიპირება და ონლაინ ჰაკათონი.

პროტოტიპირების მიზანია კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის/სერვისის პროტოტიპის შექმნა.

პროტოტიპირების გრანტების თანხა 5000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდ. ახალი გამოწვევების საპასუხოდ პროტოტიპირების გრანტებს დაემატა ელექტრონული სერვისების განვითარების კომპონენტი, რაც დაეხმარება ქართულ ბიზნესს განავითარონ დისტანციური მომსახურება“, -განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

ელექტრონული სერვისების პროტოტიპის გრანტით ფინანსდება ელექტრონული სერვისების პროტოტიპების შექმნა/არსებული პროტოტიპის ტესტირება/გაუმჯობესება, მსოფლიოში არსებული სერვისების ქართულ ბაზარზე ადაპტირება.

რაც შეეხება ონლაინ ჰაკათონს, ამის მიზანი covid 19 თან დაკავშირებით წარმოქმნილი ახალი გამოწვევების შესაბამისად შეიქმნას ციფრული პროდუქტის პროტოტიპი, რომელიც ვირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

ჰაკატონი ეს არის ერთგვარი მარათონი, რომელიც ონლაინ ჩატარდა. უპრეცედენტო რაოდენობა ადამიანებისამ გამოთქვა სურვილი, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ კონკურსში. 300-ზე მეტი საგრანტო განაცხადი შემოვიდა, რაც არ ახსოვს ჰაკათონის ისტორიას. არის ძალიან ბევრი ძლიერი და საინტერესო პროექტი. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილებები შეიძლება შემოგვთავაზონ ჰაკათნის ფარგლებში,- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ონლაინ ჰაკათონი Covid 19 – ის წინააღმდეგ, 3 აპრილს აიღებს სტარტს. მისი საპრიზო ფონდი 20 000 ლარია.

როგორც ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, სწორედ ახლა არის შესაძლებლობა იმისა, რომ პრობლემების გადაჭრა არა ტრადიციული, არამედ ინოვაციური მიდგომებით მოხდეს, რაც უკეთეს შედეგს იძლევა.

ჩვენ ეხლა ვხედავთ როგორ შეიძლება უფრო აქტიურად ვიყოთ ამ პროცესის მონაწილეები. სარტაპერებს აქვთ შესაძლებლობა გადაჭრან დღევანდელი პრობლემები და რთულია ამ პრობლემების გადაჭრა ტრადიციული მეთოდებით. რაც უფრო ინოვაციური იქნება ჩვენი მიდგომები, ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამით ჩვენს ეკონომიკას მხარი დავუჭიროთ და ახალი იდეებით დავეხმაროთ ქვეყანას, რომ რაც შეიძლება მალე გამოვიდეთ ამ მძიმე სიტუაციიდან“,-აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g