LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალმა ვაქცინამ 89,3 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა

109
-116720569-hi065146130

„ნოვავაქსმა“ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ფართომასშტაბურ ცდებში 89,3 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, კლინიკური ცდების მე-3 ფაზაში 18-დან-84 წლამდე 15 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათივე ცნობით, „ნოვოვაქსის“ ვაქცინამ აჩვენა ეფექტიანობა ბრიტანეთში გამოვლენილი ვირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ.

პრემიერმა ჯონსონმა ახალი ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციას  „კარგი ამბავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ახლა პრეპარატი ქვეყნის სამედიცინო მარეგულირებელმა უნდა შეაფასოს.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას „ნოვავაქსის“ ვაქცინის 60 მილიონი დოზა წინასწარ აქვს შეკვეთილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთსამ დროისთვის  დამტკიცებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა –  „ასტრაზენეკას“, „ფაიზერისა“ და ბიონტექის“, ასევე „მოდერნასი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g