გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო, “ფაიზერის” ვაქცინით 5-11 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციის გადაწყვეტილება მიიღო.
დღემდე, მოზრდილ მოსახლეობასთან ერთად 12 წლიდან მოზარდების აცრაც მიმდინარეობდა.
ისრაელის მედიასაშუალებების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფმა პრაქტიკულად, ერთხმად დაასკვნა, რომ 5-11 წლის ასაკის ბავშვების აცრის სარგებელი შესაძლო რისკებზე მნიშვნელოვნად მეტია.
14 ნოემბრის მდგომარეობით, ისრაელში სრულად ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის 62%. მოზრდილ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი უკვე 84%-ია.