დიდი ბრიტანეთის ყოფილ სამხედრო ბაზაზე მოეწყო უზარმაზარი პარკინგი იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც პანდემიის გამო ვერ გაიყიდა.
დრონით გადაღებულ კადრში ჩანს, რომ ტერიტორიაზე სხვადასხვა სადილერო ცენტრების კუთვნილი ათასობით ავტომობილი დგას.
პარკინგზე თითქმის ყველა მოდელის პოვნაა შესაძლებელი, იქნება ეს Mini, Jaguar თუ Land Rover. თანაც თითოეული მანქანა ცენტრიდან გამოყვანილი, ახალი მოდელია, ამიტომ მათი საერთო ღირებულება 35–40 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.
კორონავირუსის პანდემიის გამო დიდ ბრიტანეთში ავტომობილებზე მოთხოვნა ომის დროინდელ მაჩვენებლამდე დაეცა. აპრილის თვეში სულ 871 მანქანა გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 97%–ით უფრო ნაკლებია.