დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით გავრცელების ფაქტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევბის რაოდენობა გაიზრდება.
მისი თქმით, საქართველო მსოფლიოს ნაწილია, მსოფლიოში კი, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასი შეადგინა, მათ შორის 7 ათასს გადააჭარბა სამხრეთ კორეაში. მაღალია მაჩვენებელი ირანსა და იტალიაში.
კორონავირუსთან დაკავშირებით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები შეიზღუდება: იტალიაში მყოფ მოქალაქეებს ორგანიზებულად ჩამოიყვანენ
შეზღუდვის რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც.
“რადგან ჩვენ, საქართველო ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, რა თქმა უნდა პროგნოზს ჯერჯერობით იმისკენ, რომ შევჩერდეთ მხოლოდ 15-ზე, ვერ გავაკეთებთ. შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. შესაბამისად, მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ყველა ადგილზე მზადყოფნა, მხედველობაში მაქვს საზღვრები, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულების მაქსიმალურად შემცირება. შემოსულების კარანტინი ან თვითიზოლაცია.
ასევე საჭიროა იმ პირების თვითიზოლაცია ან კარანტინი, რომლებიც არა მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოდიან მაგრამ იციან, რომ შეიძლება ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან“, – აღნიშნა ამირან გამყრელძემ.