LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ვაქცინა შესაძლოა ვერასდროს შეიქმნას: ბორის ჯონსონი

187
pjimage

“წინ რთული გზა გვაქვს გასასვლელი და გულახდილი ვიქნები, მიუხედავად გლობალური ძალისხმევისა, შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვერასდროს შეიქმნას”, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

aljazeera-ს ონფორმაციით ადგილობრივ მედიასთან საუბარში, ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ვირუსის კონტროლისთვის ახალი ალტერნატიული გზებია საპოვნელი.

“ვიცი ეს იოლი არ არის, ბავშვის პირველი ნაბიჯები არასდროს არის იოლი”, – აცხადებს ის.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ცენტრისთვის, რომელიც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობს, 2021 წლის ზაფხულში დაიწყებს, 93 მილიონ დოლარი გამოყო.

თავად ბორის ჯონსონს, გასულ თვეს კორონავირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც მკურნალობას საავადმყოფოში, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა.

magti 5g