ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 988 ადამიანი განიკურნა.
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 137 499-ია.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 267 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 6 963, კოვიდ სასტუმროში კი 3 744 პირი.
მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.