საქართველოში ახალი კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე გავრცელდა. ამავე გვერდის მიხედვით 227-ით გაიზარდა ინფიცირებულთ რაოდენობაც და 4 140 გახდა.
გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი 1 643 პაციენტმა დაამარცხა.
კარანტინის რეჟიმში – 5 390
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 640
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.