ჩინეთში, ქალაქ ჰარბინში, კორონავირუსით ინფიცირებულმა ორსულმა ქალმა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ ECNS წერს.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, ბავშვი 3.05 კილოგრამს იწონიდა. დედა-შვილზე რამდენიმედღიანი დაკვირვება მიმდინარეობდა. მედიკოსების თქმით, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია.
38 კვირის ორსულმა , რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ექიმების გადაწყვეტილებით, შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა. სამედიცინო კონსულტაციების შემდეგ, 30 იანვარს ჩატარებული ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
ამ დროისათვის, ახალშობილს უკვე ორჯერ ჩაუტარდა შესაბამისი ანალიზები, რითაც დასტურდება, რომ მას ახალი კორონავირუსი არ აქვს. პრევენციის მიზნით, დედა-შვილი იზოლირებული არიან.
კორონავირუსს უკვე 361 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა 17 ათას აჭარბებს