საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე -19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა. რუსუდან ტომარაძე კორონავირუსის დიაგნოზით გუშინ გარდაიცვალა. ინფორმაცია თავად კალათბურთელმა ერთ ერთ მედიასაშუალებას დაუდასტურა.
“დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც კოვიდინფექციამ დაამძიმა”, – აღნიშნა ვიქტორ სანიკიძემ.
ქალბატონი რუსუდანი 65 წლის იყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 8ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი 1 429-ს შეადგენს. ბოლო ინფორმაციით 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.