LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ინფიცირებული პატიმარი, რომელმაც კლინიკაში თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა

121
მზად

პატიმარი, რომელმაც კლინიკა „ვივამედში“ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა.  „ვივამედში“ აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული.

ამასთან, განმარტავენ, რომ პატიმარმა თვითმკვლელობა 19 თებერვალს სცადა და დღეს გარდაიცვალა.

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერილი იყო.

„შემიძლია მხოლოდ ფაქტი დაგიდასტუროთ, დანარჩენზე პენიტენციურ სამსახურს უნდა მიმართოთ. პაციენტი ჩვენგან გაწერილი იყო, თუმცა ვიდრე დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, ამ დროის მონაკვეთში მოხდა.“ – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ მედიასთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები