ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდ StopCov.ge-ზე გავრცელდა. ამავე გვერდის მიხედვით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 253-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა უკვე 33 858-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა
2197-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და ამ დროისათვის საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3507 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4022 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2344 -ს შეადგენს.