LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა

99
BeFunky-collage - 2020-10-22T095212.088

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამავე გვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი.

ამ დროისთვის ქვეყანაში  კორონავირუსის სულ 22 803 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში – 4408 მოქალაქე,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3155 პირი, ხოლო კოვიდ სასტუმროში 1 848 ადამიანი იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები