LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით “რუსთავი 2”-ის კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა

581
1

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თანამშრომელი კახა ნატრიაშვილი კოვიდინფექციით გარდაიცვალა.

ინფორმაციას თავად მედიასაშუალება ავრცელებს.

კახა ნატრიაშვილი ტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა.

მედიის ცნობით, მას ვირუსი 9 დღის წინ დაუდასტურდა, გართულებული მდგომარეობის გამო კი ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის გუშინ გარდაიცვალა.

შეგახსნებეთ, 3 დღის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა “რუსთავი 2-ის” კიდევ ერთი თანამშრომელი, ტელეკომპანიის მთავარი ენერგეტიკოსი, ზურა მესხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები