LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კორონავირუსით სიკვდილობის მაჩვენებელი უახლოვდება გრიპის დროს გარდაცვალების მაჩვენებელს” – თენგიზ ცერცვაძე

125
თენგიზი

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით სიკვდილობის მაჩვენებელი არის 0.6%, რაც მისი თქმით, უახლოვდება გრიპის დროს გარდაცვალების მაჩვენებელს.

„მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების მკვეთრი მატებისა, საქართველო დღემდე ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის, ჰყავს ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ავადმყოფი. გვყავს 58 გარდაცვლილი, რაც ჩვენთვის ჟღერს როგორც ბევრი, რადგან ნაკლებს ვიყავით მიჩვეული“, – თქვა ცერცვაძემ.

მისი განცხადებით, ბოლო დღეებში გარდაცვალების ზრდა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g