გასულ თვეს, კაილი ჯენერი თავის 171 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს, კორონავირუსის პანდემიის გამო, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა. ახლა კი 22 წლის „სილამაზის ეტალონი“ პაპარაცებმა უმაკიაჟოდ, სპორტულ ტანისამოსში დააფიქსირეს, ვარსკვლავს ხელში ,,ჩიფსები” ეჭირა და საკუთარ მერსედესში ფეხშიშველი ჯდებოდა.
აღნიშნულმა ფოტოებმა სოციალური ქსელი მოიცვა, საზოგადოებას აინტერესებს, თუ რატომ არ აცვია კაილის ფეხზე.
„კორონავირუსმა რეალური სილამაზე დაგვანახა“, „ეს არის სილამაზის ეტალონი?“, – წერენ სოციალურ ქსელში