2021 წლის 27 დეკემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 33 წლის ასაკში ღვთივმიიცვალა ჭყონდიდის ეპარქიის ალერტის წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი გაბრიელი (ცქვიტაია). ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის მკურნალობის კურსს გადიოდა თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მამა გაბრიელს სხვა თანმდევი დაავადებებიც აწუხებდა.
