თსსუ-ის პროფესორის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ივანე ჩხაიძეს განცხადებით, ბავშვები კორონავირუსის გადამტანებად ყველაზე ნაკლებად საშიშ კატეგორიად განიხილებიან. შესაბამისად, სწავლის გადადების ან დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების საკითხი არ უნდა დადგეს.
არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები, შეიკარით თმა – რა წესები უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა სკოლაში
როგორც ჩხაიძე განმარტავს, იმის შანსი, რომ ვირუსი სკოლის ასაკის ბავშვიდან მოზრდილზე გადავიდეს მცირეა, ამიტომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადადება უფრო გამართლებულია, ვიდრე სკოლებში.
როგორ აგრძელებს მსოფლიო სწავლას: რა შეცვალა კორონავირუსმა სკოლებში – შეადარე საქართველოს
“კორონავიუსში ბავშვები დამნაშავეები არ არიან, ისინი ვირუსის გადაცემის აქტიურ ნაწილს არ წარმოადგენენ, ბავშვებში შესაძლებლობა ვირუსი გადაეცეს პატარიდან მეორეზე არის ძალიან ცოტა, ამიტომ მცირერიცხოვან კლასებში სწავლის განახლების საკითხი უნდა დადგეს დღის წერიგში. ბავშვი კორონავირუსის გადაცემასთან დაკავშირებით მიეკუთვნება ყველაზე კარგ, ნაკლებად საშიშ კატეგორიას, ამიტომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადადება უფრო გამართლებულია, ვიდრე სკოლებში”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, დღეიდან 1 ოქტომბრამდე ზოგიერთ საჯარო თუ კერძო სკოლასა და უმაღლეს სააწავლებელში ახალი სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
1 ოქტომბრიდან კი ქვეყნის მასშტაბით, სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორებში გაგრძელდება. საჯარო სკოლები პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებითაა უზრუველყოფილი.