LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორპუსი, რომელიც აფეთქდა ექსპლუატაციაში შესული არ იყო

16715965_1879635102271403_1444186391970835126_o

საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც დიდ დიღომში აფეთქდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო. ინფორმაცია ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამახურში „ფორტუნას“ დაუდასტურეს. თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ, არაექსპლიატირებულ კორპუსში შესახლება სამართალდარღვევა არ არის.

„გაზის გაჟონვასთან დაკავშირებით, მერია არაფერ შუაშია, რადგან ეს არ ეხება უსაფრთხოების ნორმებს, ამ შემთხვევაში ექსპლუატაციას. ექსპლუატაციაში ეს კორპუსი არ იყო მიღებული, თუმცა მასში მცხოვრებლების შესახლება კანონდარღვევა არ არის.

2009 წლამდე ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში არ შეიძლებოდა შესახლება, მაგრამ 2009 წლიდან შევიდა დადგენილება ძალაში, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობას მასში შესახლების უფლება აქვთ და რომლის გამოც, ეს ქმედება არ ითვლება სამართალდარღვევად,“ – განაცხადეს მერიის ზედამხედველობის სამსახურში „ფორტუნასთან“.

შეგახსენებთ, გუშინ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავებულია 8 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240¹-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით გაზის განლაგების, დაპროექტების ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ცნობისთვის, განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას. პროცესი კანონის მიხედვით ამ საფეხურებს მოიცავს:

ა) ამოწმებს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში,  მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ)   ახორციელებს საბოლოო ინსპექტირებას/შემოწმებას;

გ) ახორციელებს შენობა-ნაგებობის დათვალიერებას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, აზომვას მისი მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) შენობა-ნაგებობაზე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში,  ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამის რეაგირებას;

ე) გამოსცემს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე ან უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g