LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორტნი: არც ერთ ოლიგარქს, არსად უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც ივანიშვილი ასრულებს ქართულ პოლიტიკაში

426
კორტნი ივანიშვილი

არც ერთ ოლიგარქს, არსად უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ასრულებს, – ამის აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაცია საქართველოში გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას გულისხმობს და გარკვეული გაგებით, ეს ივანიშვილის გადაჭარბებულ პოლიტიკურ როლს უკავშირდება.

„როლთან, რომელსაც იქამდე სააკაშვილი თამაშობდა. დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, საქართველოს ერთმანეთის მიყოლებით ჰყავდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, რომლებმაც გადაჭარბებული როლი შეასრულეს.

უკრაინას ჰყავდა ეკონომიკური ოლიგარქები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, მაგრამ არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც მაგალითად ივანიშვილი ასრულებს.

ასე რომ, დეოლიგარქიზაცია ნამდვილად გულისხმობს საქართველოში გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც ინტერესებზეა დაფუძნებული და არა ინდივიდებზე, პიროვნებებზე.

მაგალითად, ნორმალურ დემოკრატიებს აქვთ კონსერვატიული, ლიბერალური პარტიები. საქართველოში კი პოლიტიკური პარტიები პიროვნებებზე, ინდივიდებზე დგას. ინსტიტუციურად ეს ნაკლებად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა“.- ამბობს კორტნი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g