აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებას, სადაც ის წერს, რომ აშშ სანქციებს უწესებს ვლადიმირ პლაჰოტნიუკს, ილან შორს და 19 სხვა ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას, რომლებიც დაკავშირებული არიან სისტემურ კორუფციასთან და კრემლის მიერ არჩევნებში ჩარევასთან მოლდოვაში, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ეხმიანება.
როგორც ის Twitter-ზე წერს, კორუფცია და ოლიგარქია ანადგურებს და სპობს დემოკრატიას.
„ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში!“- წერს „ტვიტერზე“ გიორგი გახარია.
Biggest enemies of #democracy are #corruption and #oligarchy. They destroy state institutions, halt development and kill hope for future. Both have to be defeated in #Georgia ??! https://t.co/1v3cZFcAgy
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) October 26, 2022